შსს იმ ტესტებს აქვეყნებს, რომელიც მართვის მოწმობის თეორიულ გამოცდას ემატება | Allnews.Ge

შსს იმ ტესტებს აქვეყნებს, რომელიც მართვის მოწმობის თეორიულ გამოცდას ემატება

მართვის მოწმობის თეორიულ გამოცდას 30 სექტემბრიდან რამდენიმე საკითხი ემატება. კერძოდ, როგორც შინაგან საქმეთა მინისტრის 31 აგვისტოს ბრძანებაშია აღნიშნული, მართვის მოწმობის თეორიული გამოცდის ტესტებს ეკო-მართვის საგამოცდო 51 ტესტი დაემატა.

მინისტრის ბრძანებას თან ახლავს დანართები, რომელშიც ეკო-მართვის საგამოცდო ბილეთები და მათი სწორი პასუხებია მოცემული.

ბილეთებისა და სწორი პასუხის ნახვა დაინტერესებულ პირებს შსს-ს მომსახურების სააგენტოს ვებ-გვერდზე შეუძლიათ.

http://police.ge/files/testebi.pdf.

myquiz