ვინ არიან თრუსოს ხეობაში ლაშქრობისას დაკავებული თბილისელი ახალგაზრდები | Allnews.Ge

ვინ არიან თრუსოს ხეობაში ლაშქრობისას დაკავებული თბილისელი ახალგაზრდები

თრუსოს ხეობაში საქართველოს ხუთი მოქალაქე დააკავეს. მომხდარ ფაქტზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ "საქართველოს მოქალაქეები ე.წ.საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით არიან დაკავებული".

მათივე ინფორმაციით, აღნიშნულის შესახებ ინფორმირებულია ევროკავშირის მისია და ასევე, ამოქმედებულია ცხელი ხაზი.

არსებული ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეები თრუსოს ხეობაში ლაშქრობაში იმყოფებოდნენ. დაკავებულთა ასაკი 22-30 წელია, მათგან ორი გოგონაა, სამი - ბიჭი.

ყელის ტბაზე სალაშქროდ მყოფი ახალგაზრდების ვინაობის შესახებ ინფორმაცია ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო სახელმწიფო უშიშროების კომიტეტმა გაავრცელა.

განცხადების მიხედვით, ე.წ. სახელმწიფო საზღვრის დარღვევისთვის საქართველოს ხუთი მოქალაქეა დაკავებული - 1988 წელს დაბადებული ბექა მაღრაძე, 1989 წელს დაბადებული ქეთევან მაღრაძე, 1992 წელს დაბადებული მზია გომური, 1997 წელს დაბადებული ვახტანგ გუბელაძე და 1996 წელს დაბადებული გია ბაღდოშვილი.

მზია გომურმა დაგეგმილი ლაშქრობის შესახებ 25 აგვისტოს "ფეისბუქზე" დაწერა: "წავედი ყელიწადზე ჰოდა გთხოვთ დედაჩემთან არ დარეკოთ ახლობლებმა ტექსტით: სად დადის ეს გოგო. უთქვენოდაც ნერვიულობს".

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის ინფორმაციით, ლაშქრობის ხუთივე მონაწილე თბილისში ცხოვრობს.

myquiz