გორში 50 ჰექტრამდე ფართობზე ხმელი ბალახი იწვის | Allnews.Ge

გორში 50 ჰექტრამდე ფართობზე ხმელი ბალახი იწვის

გორში, წყალმტკვარმშენის ტერიტორიაზე ხმელი ბალახი იწვის. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, წინასწარი მონაცემებით, დამწვარია 50 ჰა ტერიტორია.

ადგილზე მობილიზებულია 6 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი. როგორც საგანგებოში აცხადებენ, დასახლებულ ტერიტორიაზე ხანძრის გავრცელების საფრთხე არ არსებობს.

მიმდინარეობს ხანძრის ლოკალიზება.