"რუსთავი 2"-ის წილის მფლობელი დეპუტატის შვილი გახდა
ტელეკომპანია "რუსთავის 2" -ის წილის მფლობელი, საქართველოს პარლამენტის წევრის შვილი გახდა.
"ბიზნესპრესნიუსის" ინფორმაციით, ნიკოლოზ ნაყოფია, რომელიც "ნაციონალური მოძრაობის" წევრის, კობა ნაყოფიას შვილია, "რუსთავი 2"-ის საკონტროლო პაკეტის მფლობელი შპს "ტელეკომპანია საქართველოს" 50%-ის მესაკუთრე გახდა.
სამეწარმეო რეესტრის მიხედვით, ამჯერად ტელეკომპანია "რუსთავის 2"-ში 22%-იან წილს ფლობს ლევან ყარამანიშვილი, 18%-ს გიორგი ყარამანიშვილი, საკონტროლო პაკეტის - 51%-ის წილის მფლობელი კი შპს "ტელეკომპანია საქართველოა". განაგრძეთ კითხვა