ბათუმში, 1-ელი სექტემბრიდან ახალი ავტობუსები იმოძრავებენ | Allnews.Ge

ბათუმში, 1-ელი სექტემბრიდან ახალი ავტობუსები იმოძრავებენ

ბათუმში, იუსტიციის სახლთან ახალი მუნიციპალური ავტობუსების პრეზენტაცია მიმდინარეობს. როგორც ბათუმის მერიაში აცხადებენ, 15 ახალი ავტობუსი პირველი სექტემბრიდან მოქალაქეებს მოემსახურება. პრეზენტაციას ბათუმის მერი ლაშა კომახიძე და ავტობუსების მწარმოებელი კომპანიის "ისუზუს" დირექტორიც ესწრება.

"ჩვენი ქალაქის ზრდასთან ერთად მუნიციპალური ტრანსპორტი საჭიროებს განახლებას. ქალაქში სექტემბრის ბოლოსთვის 40 ასეთი ავტობუსი იმოძრავებს, მალე ტენდერი ელექტროავტობუსებზე გამოცხადდება",- განაცხადა ლაშა კომახიძემ.

myquiz