დაძაბულ რეჟიმში თვალის პრობლემებმა რომ არ შეგაწუხოთ | Allnews.Ge

დაძაბულ რეჟიმში თვალის პრობლემებმა რომ არ შეგაწუხოთ

საქართველოში სტანდარტებს მნიშვნელოვნად დაშორებულია არაერთი პარამეტრი, რომელიც ადამიანის ჯანმრთელობას აზიანებს. მათ შორის არის ჰაერის დაბიძნურების მაღალი მაჩვენებელი, ზღვარს აცდენილი გამონაბოლქვი, ნიტრატებით და სხვა მავნე ნივთიერებებით სავსე ხილ-ბოსტნეული. ეს და კიდევ არაერთი პრობლემა ადამიანს სხვადასხვა მიმართულებით საკმაოდ დიდ პრობლემებს უქმნის. საზოგადოების ნაწილი შეიძლება ფიქრობს, რომ გარემო ფაქტორები თვალს მნიშნელოვან ზიანს ვერ აყენებს, მაგრამ რეალურად ეს მცდარი მოსაზრებაა. არსებობს პროფესიები, რომელთა წარმომადგენლებსაც თითქოს სამუშაო გარემო თვალს არ უნდა უზიანებდეს, მაგრამ რეალურად ეს ასე არაა. აღნიშნული პროფესიების ნაწილი ასე გამოიყურება: მძღოლი, იუველირი, პროგრამისტი, კორექტორი,ბუღალტერი ფინანსისტი და სხვა.

მძღოლებს მთელი დღე დაძაბული ყოფნა უწევთ. მათმა თვალებმა გარშემო ყველანაირი დეტალი უნდა დააფიქსირონ. მხედველობაზე გავლენას ახდენს ამინდიც. მზე, წვიმა, არეკლილი სხივები, რომლებიც თვალისთვის განსაკუთრებული დატვირთვაა, ნამდვილად იმსახურებს ყურადღების მიქცევას.

იუველირი მთელი დღე უმცირეს დეტალებზე მუშაობს და მისი მზერა გამუდმებით დაძაბულია.

ეკრანი თვალის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მტერია. სწორედ ამიტომ პროგრამისტებს, კორექტორებს, რომლებიც მუდმივად ეკრანს უყურებენ და თან დაძაბული მზერით, თვალის პრობლემები ხშირად ექმნებათ.

მეტად დაძაბულია ბუღალტრებისა და ფინანსისტების საქმიანობაც. ბოლო წლებში კი მათი სამუშაო პროცესი სრულად ელექტრონული გახდა და უამრავ ციფრებს დამატებული ეკრანი უკვე განსაკუთრებული პრობლემა გახდა ამ მიმართულებით დასაქმებული ადამიანებისთვის.

ამ და სხვა პროფესიის ადამიანებისთვის, რომლებსაც ხშირად უწევთ კომპიუტერთან მუშაობა, ტელევიზორის ან სხვა ეკრანის ხანგრძლივი ყურება, დახურულ შენობაში ხელოვნური განათების პირობებში მუშაობა, ულტრაიისფერი სხივების აქტიური მიღება, ხშირად ექმნებათ თვალების პრობლემები. მიზეზი მარტივია. ნებისმიერი მკვეთრი სინათლის ზემოქმედება აზიანებს თვალის ყვითელ ხალს, მაკულას, რაც დროთა განმავლობაში ბადურის დაზიანებას იწვევს.

გარდა აღნიშნულისა, გარემოში არის ბევრი მავნე ნივთიერება, რაც ხელს უწყობს თავისუფალი რადიკალების წარმოქმნას. ისინი დიდი რაოდენობით წარმოიქმნება თვალის ქსოვილში, თვალი გარემოსთან შეხების თვალსაზრისით ყველაზე დაუცველი ორგანია. სწორედ ამიტომ არც ერთ ორგანოს არ სჭირდება ისეთი ინტესიური მოვლა, როგორც თვალს.

თუ თქვენ ერთ-ერთი ხართ, ვისაც მსგავს პირობებში გიწვეთ მუშაობდა და თვალის პრობლემები უკვე გაწუხებთ ან ჯერ არ შეუწუხებიხართ, მაშინ რეკომენდირებულია თვალის დამაცვი სპეციალური პრეპარატების მიღება.

მაგალითად, ასეთია ბრიტანული ბრენდის "ვიტაბიოტიქსოს" მედიკამენტი "ვიზიონეისი", რომელიც შეიცავს AREDS-ის მიერ დადასტურებული ჯანმრთელი თვალის შენარჩუნებისათვის აუცილებელ ნუტრიენტებს - ბეტაკაროტინს, ვიტამინ С, E, სპილენძს და თუთიას, ასევე, A, B2, მოცვის ექტრაქტს და ლუთეინს. კვებავს თვალის ქსოვილს, ხელს უშლის ასაკთან ერთად მხედველობის გაუარესებას, აფერხებს კატარაქტის, გლაუკომის განვითარებას. მათ, ვისაც აქვს კატარაქტა, გლაუკომა, ჩატარებული აქვს თვალის ოპერაცია, "ვიზიონეისი პლუსი" ეხმარება სტაბილური შედეგის შენარჩუნებაში.

შეკვრაში მოთავსებულია მინერალებისა და ვიტამინების შემცველი 28 აბი და ომეგა-3 ის შემცველი 28 კაფსულა. რეკომენდირებულია ნებისმიერი ასაკის ქალებისა და მამაკაცებისთვის, ვისაც სურს კარგი მხედველობის შენარჩუნება, განსაკუთრებით კი მათთვის, ვინც კონტაქტურ ლინზებს იყენებს ან დიდ დროს ატარებს კომპიუტერთან. ფორმულა გამდიდრებულია ომეგა-3 კომპონენტებით. ინიშნება 18 წლის ასაკიდან და მისი მინიმალური კურსი 1 თვეა.

შეიძინეთ პრეპარატი ონლაინ

myquiz