ანაკლიის ელექტრონული მუსიკის ფესტივალიდან ზუგდიდის საავადმყოფოში შეყვანილი პირებიდან ერთს სხეულზე "დასერილი ჭრილობები“ აღენიშნება | Allnews.Ge

ანაკლიის ელექტრონული მუსიკის ფესტივალიდან ზუგდიდის საავადმყოფოში შეყვანილი პირებიდან ერთს სხეულზე "დასერილი ჭრილობები“ აღენიშნება

ანაკლიის ელექტრონული მუსიკის ფესტივალიდან ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში დღეს 6 ახალგაზრდა შეიყვანეს, საიდანაც 2-ს ალკოჰოლური, 2-ს კვებითი, ხოლო ერთს - გაურკვეველი სუბსტანციით ინტოქსიკაცია აღენიშნებოდა. რაც შეეხება კიდევ ერთს, მას მხრის არეში ზედაპირული დაზიანებები აქვს მიყენებული. როგორც ზუგდიდის რეფერალურ საავადმოფოში განაცხადეს, სხეულზე ახალგაზრდას თვითდაზიანებები, კერძოდ, დასერილი ჭრილობები აღენიშნება.

საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის სულხან ორჟონიას ინფორმაციით, ყველა მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკვე დამაკმაყოფილებელია და ისინი კლინიკიდან უკვე გაეწერნენ.

რაც შეეხება გუშინდელ დღეს, როგორც სულხან ორჟონიამ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, 25 აგვისტოსაც, ანაკლიის ფესტივალიდან საავადმყოფოში 5 პაციენტი შეიყვანეს. მისივე თქმით, ყველა პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით კი, ანაკლიაში მიმდინარე ელექტრონული მუსიკის ფესტივალიდან სასწრაფო-დახმარების ეკიპაჟს ჯამში 16-მა პირმა მიმართა. გამოძახებები გუშინ, 25 აგვისტოს და დღეს დილით დაფიქსირდა.

myquiz