უშბაზე ორი ადამიანის ჩონჩხი აღმოაჩინეს
მწვერვალ უშბაზე ორი ადამიანის ჩონჩხი აღმოაჩინეს. მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკისა და ტურიზმის განვითარების სამსახურის უფროსის, დავით რატიანის ინფორმაციით, ისინი უცხოელმა ალპინისტებმა იპოვეს.
"სავარაუდოდ, წლების წინ დაღუპული ტურისტები არიან, თუმცა დაზუსტებით მაინც ვერ ვიტყვით. თოვლის ინტენსიურმა დნობამ ხელი შეუწყო მათ აღმოჩენას. ნეშტი ჯერჯერობით არ ჩამოგვისვენებია, ველოდებით სპეციალისტებს. ტურისტების მიერ მათი აღმოჩენის შესახებ ინფორმაცია ჩვენამდე დღეს მოვიდა",- განუცხადა "ინტერპრესნიუსს" დავით რატიანმა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ამბობენ, რომ სავარაუდოდ, ისინი წლების წინ დაიკარგნენ.