თბილისის რამდენიმე ქუჩაზე დიდი საცობებია - იხილეთ ვიდეო | Allnews.Ge

თბილისის რამდენიმე ქუჩაზე დიდი საცობებია - იხილეთ ვიდეო

თბილისში მიმდინარე საგზაო სამუშაოების გამო, რამდენიმე მთავარ საავტომობილო გზაზე საცობებია შექმნილი. გადაადგილება გართულებულია, მათ შორის, სარაჯიშვილის გამზირიდან ავჭალის მიმართულებით, აღმაშენებლის ხეივანში, მარშალ გელოვანის გამზირზე, რობაქიძის გამზირზე, მტკვრის მარჯვენა სანაპიროს გარკვეულ მონაკვეთზე, ასევე, კახეთის გზატკეცილზე, ბარათაშვილის ქუჩიდან ავლაბრის მიმართულებით.

როგორც მძღოლები აცხადებენ, მიმდინარე სამუშაოების გამო მათ დიდი ხნით უწევთ საცობში ყოფნა.

"ერთ საათზე მეტია რობაქიძის გამზირზე საცობში ვარ. არ შეიძლებოდა გზები მაშინ გაკეთებულიყო, როცა თბილისიდან ხალხი გასული იყო?", - განაცხადა ერთ-ერთმა მძღოლმა.

myquiz