დიდი დიღმიდან მარშალ გელოვანის მიმართულებით ტრანსპორტის მოძრაობა შეფერხებულია | Allnews.Ge

დიდი დიღმიდან მარშალ გელოვანის მიმართულებით ტრანსპორტის მოძრაობა შეფერხებულია

აღმაშენებლის ხეივანში, დიდი დიღმიდან მარშალ გელოვანის გამზირის მიმართულებით ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეფერხებულია.

როგორც შსს-ში განაცხადეს, არც ავარია და არც სხვა სახის შემთხვევა არ ფიქსირდება. საცობი ინფრასტრუქტურულ სამუშაობს უკავშირდება, მათ შორის, მარშალ გელოვანის გამზირზე დაწყებული ესტაკადის მშენებლობას.

ამასთან, "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას თბილისის მერიაში განაცხადეს, რომ ვაშლიჯვრის ასახვევთან მიწისქვეშა კომუნიკაციების შეცვლის სამუშაოები მიმდინარეობს, რომელიც 2 კვირის წინ დაიწყო.

ამ დროისთვის აღნიშნულ ტერიტორიაზე მანქანებს გრძელ საცობში უწევთ დგომა.

myquiz