რას ყიდულობენ ყველაზე ხშირად უცხოური ონლაინ მაღაზიებიდან საქართველოში? | Allnews.Ge

რას ყიდულობენ ყველაზე ხშირად უცხოური ონლაინ მაღაზიებიდან საქართველოში?

რამდენად ხშირად იწერენ საქართველოში უცხოური ონლაინ მაღაზიებიდან სხვადასხვა ნივთს? ამ საკითხზე გამოკითხვა Allnews.ge-მ ჩაატარა.

საიტზე გამოქვეყნებული გამოკითხვის შედეგებით ირკვევა, რომ გამოკითხვაში მონაწილეთა 49.8 პროცენტს (1558 ადამიანს) არასოდეს გამოუწერია რაიმე ნივთი საზღვარგარეთიდან, 33,3 პროცენტი (1044 ადამიანი) წელიწადში რამდენჯერმე იწერს, ხოლო 16,9 პროცენტი (529 ადამიანი) ყოველთვე ყიდულობს ნივთებს უცხოური ონლაინ-მაღაზიებიდან.

რაც შეეხება კითხვას, თუ რას იწერენ ყველაზე ხშირად, გამოკითხულთა უმრავლესობა 41,5 პროცენტი (790 ადამიანი) ყიდულობს ტანსაცმელს და ფეხსაცმელს, 15,6 პროცენტი (296 ადამიანი) ტექნიკას, 4,3 პროცენტი (82 ადამიანი) ავეჯს, ხოლო სხვადასხვა ნივთს 38,6 პროცენტი (734 ადამიანი).

გამოკითხვაში მონაწილეობის მიღება ორი კვირის განმავლობაში Allnews.ge-ს მკითხველს შეეძლო.

myquiz