მართვის მოწმობის აღება წლის ბოლოდან გართულდება - მომავალ მძღოლებს 2-ეტა­პი­ა­ნი პრაქ­ტი­კუ­ლი გა­მოც­დის ჩაბარება მოუწევთ | Allnews.Ge

მართვის მოწმობის აღება წლის ბოლოდან გართულდება - მომავალ მძღოლებს 2-ეტა­პი­ა­ნი პრაქ­ტი­კუ­ლი გა­მოც­დის ჩაბარება მოუწევთ

მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდა სულ მალე მოედნიდან რეალურ სივრცეში - ქუჩაში გადაინაცვლებს. მომავალ მძღოლებს წლის ბოლოდან მართვის უნარების გამოვლენა ორ ეტაპად მოუწევთ. თავდაპირველად გამოცდას დახურულ მოედანზე ჩააბარებენ და ამის შემდეგ რუსთავში სპეციალურად გამოყოფილ ქუჩაზე გადაინაცვლებენ. რაც შეეხება სხვა კონკრეტულ დეტალებს ამ საკითხზე საკანონმდებლო მუშაობა ჯერ კიდევ მიმდინარეობს. როგორც შსს-ს მომსახურების სააგენტოში განმარტავენ, წლის ბოლომდე ყველა საკითხი მოგვარდება და მართვის მოწმობის გამოცდის ახალი სტანდარტით ჩაბარება აღარ გადაიდება. შს სამინისტრომ ამ ინიციატივაზე მუშაობა გასულ წელს დაიწყო და როგორც მაშინ დაანონსდა, მომავალ მძღოლებს მართვის მოწმობის გამოცდების გართულებულად ჩაბარება 2018 წლის პირველი ნახევრიდან მოუწევდათ, თუმცა შემდეგ წლის ბოლომდე გადაიდო.

პრაქტიკული გამოცდა ორ ეტაპიანი იქნება, დანარჩენი დეტალები ჯერ კიდევ დაუზუსტებელია. როდიდან და რა ცვლილებებით მოუწევთ გამოცდის ჩაბარება მართვის მოწმობის აღების მსურველებს? - ამ საკითხზე AMBEBI.GE-ს შსს-ს მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოადგილე იმედა მაკასარაშვილი ესაუბრა.

"მართვის მოწმობის მიღების მსურველები პრაქტიკული გამოცდის ახალი სტანდარტით ჩაბარებას 2018 წლის ბოლოდან შეძლებენ. პრაქტიკული გამოცდების ჩაბარება რეალურ სივრცეში თავდაპირველად 10 ქალაქში იქნება შესაძლებელი: რუსთავი, გორი, თელავი, ახალციხე, ქუთაისი, საჩხერე, ოზურგეთი და ბათუმი. პირველ ეტაპზე გამონაკლისი იქნება ფოთის და ზუგდიდის მომსახურების ცენტრები, ამ ქალაქებში სანიაღვრე სისტემის და ქუჩების მოწყობის სამუშაოების გამო გამოცდების ჩაბარება ვერ მოხერხდება. როგორც კი სამუშაოები დასრულდება და შეიცვლება ქალაქში გზების საფარი, შემდეგ მოხდება გამოცდების ჩაბარებაც.

წელს მართვის მოწმობის პრაქტიკულ გამოცდაზე 108 834 შემთხვევიდან 71% ჩაიჭრა

რუსთავში საგამოცდო ტერიტორიად რამდენიმე ქუჩა შეირჩა, მუნიციპალიტეტს ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია უკვე მიეწოდა და მიმდინარეობს მუშაობა. თუმცა ჯერჯერობით არ მოხდება ამის დაკონკრეტება", - გვითხრა მაკასარაშვილმა.

მისივე თქმით, უსაფრთხოების მაღალი სტანდარტის შენარჩუნების მიზნით, გამოცდა თავდაპირველად დახურულ სივრცეში ჩატარდება და შემდეგ გადაინაცვლებს ქუჩაში.

„ეს პროექტი გულისხმობს არსებული სისტემის შენარჩუნებას - ყველა მსურველი გაივლის პრაქტიკულ გამოცდას დახურულ მოედანზე, გამომდინარე იქიდან, რომ შენარჩუნებული იყოს მაღალი უსაფრთხოების სტანდარტი და მოუმზადებელი კანდიდატი არ გავიდეს ქუჩაში. ჩვენ პირველ რიგში დახურულ სივრცეში შევამოწმებთ, რამდენად ფლობს მოქალაქე მანქანის ტარების უნარებს და თუ ჩავთვლით, რომ მას შეუძლია ქალაქში ჩაბარება, დავრთავთ ნებას გავიდეს და ქალაქის პირობებში ჩააბაროს გამოცდები“, - განუცხადა AMBEBI.GE-ს მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოადგილემ.

წაიკითხეთ გაგრძელება

myquiz