თბილისიდან კრასნოდარის მიმართულებით მიმავალი ავტობუსი "კამაზს" შეეჯახა - დაღუპულია 2 ადამიანი | Allnews.Ge

თბილისიდან კრასნოდარის მიმართულებით მიმავალი ავტობუსი "კამაზს" შეეჯახა - დაღუპულია 2 ადამიანი

რუსეთში, სტავროპოლის ოლქში თბილისიდან კრასნოდარის მიმართულებით მოძრავი სარეისო ავტობუსისა და "კამაზის" მარკის სატვირთო ავტომობილის შეჯახების შედეგად დაიღუპა 2 და დაშავდა 17 ადამიანი.

რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, სულ ავარიის მომენტში ავტობუსში 2 მძღოლი და 40 მგზავრი იმყოფებოდა.

რუსეთის შსს-ს სტავროპოლის ოლქის სამმართაველოს ინფორმაციით, ავტობუსის მძღოლმა საჭეზე კონტროლი დაკარგა და თანმხვედრი მიმართულებით მოძრავ სატვირთო ავტომობილს შეეჯახა. მათი ინფორმაციით, ამჟამად საავადმყოფოებში 9 დაშავებული, მათ შორის 4 არასრულწლოვანი რჩება.

როგორც „რია ნოვოსტის“ ავტოსადგურ „კრასნოდარ-1“-ის ცენტრალურ სადისპეტჩერო სამსახურში განუცხადეს, ერთ-ერთი დაღუპული ქართული კომპანია „მიმინოტრანს.ჯის“ ხელმძღვანელია.

myquiz