განადგურებულია ვენახები, სიმინდი, ხეხილის ბაღები და ნათესები - სტიქიის შედეგები კახეთში | Allnews.Ge

განადგურებულია ვენახები, სიმინდი, ხეხილის ბაღები და ნათესები - სტიქიის შედეგები კახეთში

ახმეტის მუნიციპალიტეტში დილიდან სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ღამით მოსულმა სეტყვამ სოფელი მატანი, ქისტაური და ახშანი მნიშვნელოვნად დაზარალა. განადგურებულია ვენახები, სიმინდი, ხეხილის ბაღები და საკარმიდამო ნათესები.

ახმეტის მერის ინფორმაციით, ზოგიერთ სოფელში დაზიანებულია ინფრასტრუქტურა, თუმცა ძირითადი ზარალი დასეტყვილი მოსავალია.

იოსებ ქარუმაშვილის თქმით, სტიქის ზონაში ზარალის დამთველელი კომისია მუშაობს და რა ფორმით მოხდება დაზარალებულების დახმარება, ამ ეტაპზე უცნობია. მოსახლეობაა დახმარებას ითხოვს.

ძლიერმა წვიმამ და სეტყვამ პრობლემები შექმნა თელავშიც. სანიაღვრე არხებმა წყალი ვერ გაატარა, რის გამოც ღვარცოფმა ქალაქის რამდენიმე ქუჩა დატბორა და მოძრაობა შეაფერხა. ასევე დაიტბორა საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები.

სტიქის შედეგად არავინ დაშავებულა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, თელავიდან და ახმეტიდან 51 შეტყობინება შევიდა.

myquiz