გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს | Allnews.Ge

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 19, 20-21 აგვისტოს არამდგრადი ამინდი უმეტესად აღმოსავლეთ საქართველოში ნარჩუნება.

კერძოდ, 19 აგვისტოს დასავლეთ საქართველოში დროგამოშვებით ღრუბლიანობა მოიმატებს. ღამით უმეტეს, დღისით კი ზოგიერთ რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი, ღამით ზოგან შესაძლებელია ძლიერი. დღისით აღმოსავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +16, +21°, დღისით +27, +32°; მთაში ღამით +14, +19°, დღისით +27, +32°; მაღალმთაში ღამით +9, +14°, დღისით +24, +29°; ზემო აფხაზეთში ღამით +13, +18°, დღისით +25, +30°.

აღმოსავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამით და დღის მეორე ნახევრიდან უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ღამით ზოგან შესაძლებელია ძლიერი და სეტყვა. დღისით აღმოსავლეთის ქარი 9-14 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ბარში ღამით +16, +21°, დღისით +25, +30°; მთაში ღამით +13, +18°, დღისით +23, +28°; მაღალმთაში ღამით +7, +12°, დღისით +15, +20°.

თბილისში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ხანმოკლე წვიმა ელჭექით. დღისით სამხრეთ- აღმოსავლეთის ქარი 8-13 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ღამით +20°, დღისით +28°.

20 აგვისტოს დასავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. აღმოსავლეთის ქარი 10-15 მ/წმ, დღისით ზოგან შესაძლებელია ძლიერი 17-22 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +17, +22°, დღისით +28, +33°; მთაში ღამით +13, +18°, დღისით +25, +30°; მაღალმთაში ღამით +8, +13°, დღისით +22, +27°; ზემო აფხაზეთში ღამით +12, +17°, დღისით +24, +29°.

აღმოსავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, შესაძლებელია სეტყვა. აღმოსავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ბარში ღამით +15, +20°, დღისით +24, +29°; მთაში ღამით +11, +16°, დღისით +22, +27°; მაღალმთაში ღამით +7, +12°, დღისით +14, +19°.

თბილისში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ხანმოკლე წვიმა ელჭექით. სამხრეთ-აღმოსავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ღამით +19°, დღისით +26°.

21 აგვისტოს დასავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. აღმოსავლეთის ქარი 10-15მ/წმ, ზოგან ძლიერი 17-22 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +18, +23°, დღისით +28, +33°; მთაში ღამით +14, +19°, დღისით +26, +31°; მაღალმთაში ღამით +9, +14°, დღისით +23, +28°; ზემო აფხაზეთში ღამით +13, +18°, დღისით +25, +30°.

აღმოსავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, შესაძლებელია სეტყვა. აღმოსავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ბარში ღამით +14, +19°, დღისით +26, +31°; მთაში ღამით +10, +15°, დღისით +23, +28°; მაღალმთაში ღამით +8, +13°, დღისით +15, +20°.

თბილისში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამით ხანმოკლე წვიმა ელჭექით, დღისით უმეტესად უნალექოდ. სამხრეთ-აღმოსავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ღამით +18°, დღისით +29°.

"მოსალოდნელი სტიქიური მეტეოროლოგიური მოვლენების გააქტიურების შესახებ სააგენტოს მიერ 18 აგვისტოს დღის 12:00-დან გაიცა გაფრთხილება, რომ 18 აგვისტოდან 19 აგვისტოს დილამდე დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში 18 აგვისტოს დღის ბოლოდან 20 აგვისტომდე მოსალოდნელი იყო დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, სეტყვა. მოსალოდნელ ძლიერ ნალექებს შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ - ღვარცოფული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოეწვია.

მეტეოროლოგიური სადგურებიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე 18 აგვისტოს ძლიერი წვიმა აღინიშნა დასავლეთ საქართველოს ჩრდილო/მთიან რაიონებში; ძლიერი წვიმა სეტყვასთან ერთად აღინიშნა თიანეთში, თელავსა და ახმეტის რაიონის ზოგიერთ სოფლებში. ძლიერი წვიმდა დაფიქსირდა ასევე თბილისში.

გარემოს ეროვნული სააგენტო 24 სათიან რეჟიმში აგრძელებს მუშაობას, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურთან და 112-თან ერთად და მოსალოდნელ მეტოეროლოგიურ მოვლენებთან დაკავშირებით ოპერტიულად მიმდინარეობს ინფორმაციის მიწოდება", - ნათქვამია განცხადებაში.

myquiz