დღეიდან მოსალოდნელია წვიმა და ელჭექი, მათ შორის სანაპირო რაიონებშიც - იხილეთ ამინდის პროგნოზი | Allnews.Ge

დღეიდან მოსალოდნელია წვიმა და ელჭექი, მათ შორის სანაპირო რაიონებშიც - იხილეთ ამინდის პროგნოზი

18 აგვისტოს, დღისით, საქართველოს უმეტეს რაიონში სითბოს ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში +24, +29, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +28, +33 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი.

ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტო იტყობინება.

"შავი ზღვის სანაპირო რაიონებში 18 აგვიტოს დღის საათებში, ხოლო 19 - 20 აგვისტოს ღამისა და საღამოს საათებში გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა +26, +28 გრადუსი იქნება.

19 – 20 აგვისტოს დასავლეთ საქართველოში შედარებით გამოიდარებს, ჰაერის ტემპერატურა +28, +33 გრადუსამდე მოიმატებს.

აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ელჭექი, შესაძლებელია სეტყვაც. ჰაერის ტემპერატურა +23, +28 გრადუსამდე დაიკლებს.

თბილისში 18 აგვისტოს შესაძლებელია მცირე ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა +28, +30 გრადუსია მოსალოდნელი, ხოლო 19 - 20 აგვისტოს +26, +28 გრადუსამდე დაიკლებს და დროგამოშვებით იწვიმებს", - წერია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

myquiz