დღეს 18:00 საათზე სასტუმრო "ველმონდი" დაიხურება - რა ელის ტურისტებს? | Allnews.Ge

დღეს 18:00 საათზე სასტუმრო "ველმონდი" დაიხურება - რა ელის ტურისტებს?

სასტუმრო "ველმონდი" (ყოფილი "ლეოგრანდი") დღეს, 18:00 საათზე დაიხურება,- ამის შესახებ სასტუმროს იურისტმა კახაბერ წერეთელმა "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, სასტუმროში მყოფ ტურისტებს ბათუმის სხვადასხვა სასტუმროებში დააბინავებენ.

"დღეს ჩვეულებრივ სრულდება გადაწყვეტილება და 18:00 საათზე სასტუმრო დაიხურება. რაც შეეხება ტურისტებს, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის დახმარებით მათ სხვადასხვა სასტუმროებში დავაბინავებთ. სასტუმრო ფუნქციონირებას დაიწყებს მაშინ, როგორც კი სახანძრო უსაფრთხოების ნორმებს დააკმაყოფილებს",- განაცხადა კახაბერ წერეთელმა.

"ოთახში ერთი ფანჯარაა, რომელიც მხოლოდ 15 სანტიმეტრზე იღება, საუზმე ერთფეროვანი" - როგორ აფასებენ უცხოელები Booking.com-ზე სასტუმრო "ველმონდს"?

myquiz