მსახიობ ზუზუ ბეჟაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ახალი დეტალებია ცნობილი | Allnews.Ge

მსახიობ ზუზუ ბეჟაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ახალი დეტალებია ცნობილი

დოლიძის ქუჩის მცხოვრებლების თქმით, მსახიობი ზაზა (ზუზუ) ბეჟაშვილი იმ კორპუსში არ ცხოვრობდა, სადაც გარდაცვლილი იპოვეს.

მათიცე ინფორმაციით, მსახიობი სტუმრად იმყოფებოდა, ლიფტში შესვლისას კი შეუძლოდ გახდა. ზაზა ბეჟაშვილის ცხედარი ლიფტში ერთ-ერთმა ადგილობრივმა იპოვა.

"პოლიცია როდესაც მოვიდა და მკითხა, მერე გამოვიხედე. თქვეს, რომ გვამი იპოვეს. სხვა არაფერი ვიცი", - განაცხადა იმ კორპუსის ერთ-ერთმა მცხოვრებმა, სადაც მსახიობის ცხედარი იპოვეს.

წინასწარი ინფორმაციით, გარდაცვლილს ძალადობის კვალი არ აღენიშნება.

მსახიობი ზაზა (ზუზუ) ბეჟაშვილის ცხედარი ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროშია გადასვენებული. მსახიობის გარდაცვალების მიზეზს სწორედ ექსპერტიზა დაადგენს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

myquiz