რეგულირების სააგენტო გაყიდვიდან ზოგიერთი მედიკამენტის ამოღებას ითხოვს | Allnews.Ge

რეგულირების სააგენტო გაყიდვიდან ზოგიერთი მედიკამენტის ამოღებას ითხოვს

სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტო ფარმაცევტულ დაწესებულებებს მიმართავს, VALSARTAN-ის შემცველი ზოგიერთი ფარმაცევტული პროდუქტის რეალიზაცია შეწყვიტონ და მათი ბაზრიდან გამოთხოვა უზრუნველყონ.

სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს ინფორმაციით, SF (substandard/falsified) სამკურნალო საშუალებების ზედამხედველობისა და მონიტორინგის პროგრამის ფარგლებში, სააგენტოში შევიდა შეტყობინება კომპანია Zhejiang Huahai Pharmaceuticals-ის მიერ წარმოებულ აქტიურ ფარმაცევტულ ინგრედიენტ Valsartan-ში დაფიქსირებული მინარევების შესახებ.

"აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ევროპის სამკურნალო საშუალებების სააგენტოს (EMA) მიერ საბოლოო გადაწყვეტილების შესაბამისად ან ფარმაცევტული პროდუქტის საქართველოს ბაზარზე დაშვებით დაინტერესებული პირების მიერ სარეგისტრაციო დოკუმენტაციაში სათანადო ცვლილების - აქტიური ფარმაცევტული ინგრედიენტი Valsartan-ის მწარმოებლის - Zhejiang Huahai Pharmaceuticals-ის ცვლილების რეგისტრაციამდე, დროებით შეჩერდა სახელმწიფო რეგისტრაციის ეროვნული რეჟიმით რეგისტრირებული ფარმაცევტული პროდუქტის რეგისტრაცია, რომელთა სარეგისტრაციო დოსიეს მონაცემებით, აქტიური ფარმაცევტულ ინგრედიენტ Valsartan-ის მწარმოებლად ფიქსირდება კომპანია Zhejiang Huahai Pharmaceuticals (იხ. დანართი)", - ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

myquiz