მსახიობი ზაზა (ზუზუ) ბეჟაშვილი ლიფტში გარდაცვლილი იპოვეს | Allnews.Ge

მსახიობი ზაზა (ზუზუ) ბეჟაშვილი ლიფტში გარდაცვლილი იპოვეს

მსახიობ ზაზა (ზუზუ) ბეჟაშვილის ცხედარი ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროშია გადასვენებული. მსახიობის გარდაცვალების მიზეზს სწორედ ექსპერტიზა დაადგენს.

მსახიობი ზაზა (ზუზუ) ბეჟაშვილი დოლიძის ქუჩაზე, საცხოვრებელი სადარბაზოს ლიფტში გარდაცვლილი იპოვეს. ინფორმაცია ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. უწყების ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

myquiz