რატომ იყო აგვისტოს პირველი ნახევარი ცივი და როდის დაფიქსირდა ყველაზე დაბალი ტემპერატურა საქართველოში? | Allnews.Ge

რატომ იყო აგვისტოს პირველი ნახევარი ცივი და როდის დაფიქსირდა ყველაზე დაბალი ტემპერატურა საქართველოში?

წლევანდელი აგვისტო ივლისთან შედარებით, საქართველოში, მათ შორის თბილისში, საგრძნობლად გრილი აღმოჩნდა. საზღვაო კურორტებზე დასასვენებლად წასული მოქალაქეები წვიმიან ამინდზე ჩივიან - შავი ზღვის სანაპიროზე აგვისტოს ნახევარი ისე გავიდა, რომ დამსვენებლები შტორმის და უამინდობის გამო ზღვაში არც კი შესულან და წვიმიანი ბათუმის თვალიერებაში ატარებენ შვებულების დღეებს.

რა განაპირობებს ტემპერატურის ასეთ ცვლილებას და როდის დაფიქსირდა აგვისტოს თვეში ყველაზე დაბალი ტემპერატურა საქართველოში - ამაზე გარემოს ეროვნული სააგენტო გვაწვდის ინფორმაციას.

მეტეოროლოგიისა და კლიმატოლოგიის სამმართველოს უფროსის ლია მეგრელიძის თქმით, მიმდინარე წლის აგვისტოს პირველ ნახევარში საქართველოში ამინდს, ძირითადად განაპირობებდა კავკასიონის ჩრდილოეთით დამყარებული მაღალი წნევის არე და მასთან დაკავშირებული შედარებით გრილი და ნოტიო ჰაერის მასები, რომლებიც საქართველოში პერიოდულად ვრცელდებოდა ხან შავი ზღვის, ხან კასპიის ზღვის მხრიდან, რასაც დროგამოშვებით თან ერთვოდა სამხრეთის ტალღის მოქმედება. ჰაერის ტემპერატურა ქვეყნის ტერიტორიაზე ნორმის ფარგლებში, ან მცირედ მაღალი იყო. მრავალწლიურ ჭრილში, წელს იყო ბოლო 5 წელიწადში ყველაზე გრილი აგვისტოს პირველი ნახევარი.

"საშუალო ტემპერატურა ქვეყნის დაბლობ და ვაკე ტერიტორიაზე +23, +26°C-ის, ხოლო მთაში და მაღალ მთაში +16, +22°C-ის ფარგლებში აღინიშნა. ნალექების რაოდენობის მიხედვით, აგვისტოს პირველი ნახევარი ქვეყნის უმეტეს ტერიტორიაზე და განსაკუთრებით, დასავლეთ საქართველოში უხვნალექიანი იყო და ნორმასთან მიმართებაში, საშუალოდ, 1.5-3-ჯერ მეტი ნალექი მოვიდა. ყველაზე ნალექიანი იყო შავი ზღვისპირა ზოლი და მიმდებარე დაბლობი ტერიტორია, სადაც ნალექების თვის ჯამების მაქსიმალური რაოდენობა (250-500 მმ) აღინიშნა, ხოლო ყველაზე მშრალი პირობები (20-40 მმ) ქვეყნის სამხრეთ და აღმოსავლეთ რაიონებში შეინიშნებოდა" - აღნიშნავს მეგრელიძე.

კლიმატის შესამჩნევ ცვლილებასთან დაკავშირებით, რომელმაც მოსახლეობა საკმაოდ შეაწუხა, ვესაუბრეთ ექსპერტს - თსუ-ს საქართველოს გეოგრაფიის და ლანდშაფტური დაგეგმარების კათედრის გამგე, პროფესორი ნოდარ ელიზბარაშვილი აღნიშნავს, რომ აგვისტოში წყალდიდობები იშვიათია და ბოლო 20 წელია, ასეთი წვიმა აგვისტოში არ ახსოვს:

- ამ პერიოდში საქმე გვქონდა ძალიან მარტივ პროცესთან: ამ ზაფხულს საქართველოში, სიცხის რეკორდი მოიხსნა. თუ აქამდე ვამბობდით, რომ მაქსიმალური ტემპერატურა - + 43,01 იყო, უკვე ლაპარაკია - +44,05-ზე, რომელიც დასავლეთ საქართველოში დაფიქსირდა.

წაიკითხეთ გაგრძელება

myquiz