9 წლის გოგონა დენის დარტყმის შედეგად გარდაიცვალა - მან ხელი ფანჯრის გისოსებს მოკიდა | Allnews.Ge

9 წლის გოგონა დენის დარტყმის შედეგად გარდაიცვალა - მან ხელი ფანჯრის გისოსებს მოკიდა

საქართველოს ნაკრების მეკარის ნუკრი რევიშვილის 9 წლის გოგონა უბედური შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა. შემთხვევა თბილისში, დოლიძის ქუჩაზე მოხდა. არსებული ინფორმაციით, გოგონამ საცხოვრებელი სახლის ფანჯრის გისოსებს მოკიდა ხელი, რა დროსაც მასზე დენი გადავიდა და დაიღუპა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შს სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სსკ 124-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გაუფრთხილებლობით გულისხმობს.

myquiz