რეგისტრაცია 200-ზე მეტმა ტაქსის მძღოლმა გაიარა | Allnews.Ge

რეგისტრაცია 200-ზე მეტმა ტაქსის მძღოლმა გაიარა

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ამ ეტაპზე რეგისტრაცია 200-ზე მეტმა ტაქსის მძღოლმა გაიარა. ამის შესახებ კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც თბილისის მერმა აღნიშნა, 21 აგვისტოდან ნებართვის მისაღებად, მსურველებს შეუძლიათ თბილისის იუსტიციის სახლსაც მიმართონ.

"პირველ რიგში, მინდა გამოვეხმაურო ტაქსების რეგისტრაციის საკითხს. ამ ეტაპისთვის, უკვე 200-ზე მეტი ნებართვაა გაცემული და დარეგისტრირდნენ ადამიანები. სიახლე გვაქვს ის, რომ გვქონდა კომუნიკაცია იუსტიციის სახლთან და 21 აგვისტოდან მსურველებს შეეძლებათ დარეგისტრირდნენ.

როგორც იცით, მიმდინარე წლის პირველი ოქტომბრიდან, ნებართვის გარეშე ტაქსით მომსახურება აკრძალულია. სწორედ ამიტომ, მინდა მოვუწოდო ყველას, ვინც მოქალაქეებისთვის აღნიშნული სერვისის მიწოდებას აპირებს, პირველ ოქტომბრამდე ტაქსით მომსახურების ნებართვა აიღონ, იაქტიურეთ.

როგორც იცით, ჩვენ ნებართვის აღების მარტივი ფორმა შევიმუშავეთ, რომლის მიღებაც სახლიდან გაუსვლელად, ინტერნეტის საშუალებით არის შესაძლებელი",- განაცხადა კალაძემ.

შეგახსენებთ, რომ ტაქსით მომსახურების ნებართვის აღება მსურველებს იუსტიციის სახლის და სპეციალური ვებ-გვერდის გარდა, 10-ვე რაიონულ გამგეობაში შეუძლიათ.

myquiz