მთელს საქართველოში წვიმაა მოსალოდნელი - სადამდე დაიწევს ტემპერატურა | Allnews.Ge

მთელს საქართველოში წვიმაა მოსალოდნელი - სადამდე დაიწევს ტემპერატურა

უახლოესი დღეების განმავლობაში საქართველოში ნალექიანი ამინდი შენარჩუნდება. როგორც "ინტერპრესნიუსს" გარემოს ეროვნული სააგენტოდან აცნობეს, უახლოესი დღეების განმავლობაში როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში წვიმაა მოსალოდნელი. მათივე ცნობით, ჰაერის ტემპერატურა +23, +28 გრადუსის ფარგლებში შენარჩუნდება.

11-12 აგვისტოს კი ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე მოსალოდნელია ამინდის გაუმჯობესება. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, როგორც აღმოსავლეთ საქართველოში, ისე ზღვისპირეთში შაბათს, 11 აგვისტოს შენარჩუნდება ღრუბლიანი ამინდი, შესაძლებელია სუსტი წვიმა, ხოლო კვირას მზიანი ამინდია მოსალოდნელი.

myquiz