"ერთხანს ამტკიცებდნენ, რომ ის ონკოლოგიური დაავადებების რისკს ზრდის" - რა უნდა იცოდეთ შაქრის შემცვლელებზე? | Allnews.Ge

"ერთხანს ამტკიცებდნენ, რომ ის ონკოლოგიური დაავადებების რისკს ზრდის" - რა უნდა იცოდეთ შაქრის შემცვლელებზე?

შაქრიანი დიაბეტი მძიმე დაავადებაა, მაგრამ ამ დაავადებითაც შეიძლება სრულფასოვანი ცხოვრება. ამისთვის კი პაციენტებს შესაბამისი დიეტა ესაჭიროებათ. ეკრძალებთ ადვილად ასათვისებელი ნახშირწყლების პროდუქტები, რაფინირებული შაქრის ნაცვლად შაქრის შემცვლელებს, კერძოდ, სინთეზურ შემცვლელს, შაქრის აკლოჰოლიკებს და ბუნებრივ საშუალებებს იღებენ.

ექიმი-ენდოკრინოლოგი ლაშა უჩავა სწორედ შაქრის შემცვლელებსა და ჯანმრთელობაზე მათ ზეგავლენაზე გვესაუბრება:

- შაქრის სინთეზური შემცვლელები ამერიკის წამლისა და საკვები პროდუქტების ფედერაციის მიერ არის დაშვებული. მიღების რაოდენობა განსაზღვრულია, რასაც აღნიშნული ფედერაცია აკონტროლებს. დღის განმავლობაში, დაახლოებით 2-დან 5 აბამდეა დასაშვები. ეს რაოდენობა მისაღებია როგორც შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ ადამიანებისთვის, ასევე მათთვის, ვისაც ჭარბი წონა, სიმსუქნე აწუხებს...

ისევე როგორც ნებისმიერ პროდუქტს (წყალი, საკვები), შაქრის შემცეველებსაც გააჩნია, როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი თვისებები. დადებითი ეფექტი ის არის, რომ მათი გამოყენებით შაქრის მიღებას დღის განმავლობაში ვამცირებთ და შაქრის სახით კალორაჟს არ ვღებულობთ, რაც ხელს უწყობს როგორც წონის კონტროლს, ასევე დღის განმავლობაში შაქრის ციფრების კონტროლს. თუმცა, ჩვეულებრივი შაქრისგან განსხვავებით, რა თქმა უნდა, ბევრად ძვირადღირებულია - გვეუბნება ენდოკრინოლოგი.

- შაქრის შემცვლელების გადაჭარბებული რაოდენობით მიღება უარყოფითად რომელ ორგანოებზე მოქმედებს?

- ერთი პერიოდი კვლვების საფუძველზე მეცნიერები ამტკიცებდნენ, რომ ის ონკოლოგიური დაავადებების რისკს ზრდის. ამის საწინააღმდეგო კვლევებიცაა, რომ ისინი ონკოლოგიურ დაავადებებზე არ მოქმედებს, თუმცა საბოლოო მტკიცებულებები, ერთი მიმართულებით არ არსებობს.

არესბობს კვლევები, რომ ის მოქმედებს თირკმელზე, ღვიძლზე და ღვიძლის ცხიმოვანი ინფილტრაციის განვითარებას იწვევს. აქ საუბარია ღვიძლის არაალკოჰოლურ გაცხიმოვნებაზე, ეს არის შემთხვევა, როცა ეს ორგანოები ჭარბ ცხიმში ექცევა, რაც რა თქმა უნდა, შემდგომში მეტაბოლიზმის დარღვევის ერთ-ერთი განმაპირობებელი ფაქტორია. სინთეზური შაქრის დიდი რაოდენობით გამოყენება (მიუხედავად იმისა, რომ შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2-ით დაავადებულ პაციენტებში გამოიყენება), ამბობენ, რომ ერთ-ერთი მაპროვოცირებელი ფაქტორია ზოგადად, შაქრიანი დიაბეტის განვითარების. შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებისთვის, დღის განმავლობაში განსაზღვრული რაოდენობით, 3-5 აბია დასაშვები. ხოლო გადაჭარბებული რაოდენობით გამოყენებამ, არადიაბეტიან პაციენტებში შესაძლოა, დიაბეტის განვითარება გამოიწვიოს.

მიუხედავად იმისა, რომ რაფინირებული შაქრის შემცევლელები კალორაჟით თითქმის რაფინირებულ შაქარს არ აღემატება, ისინი რთული ნახშირწყლებია, რომლებსაც აქვს სიტკბო, რაც სისხლში შაქრის დონის მომატებას, ჰიპერგლიკემიას არ იწვევენ, თუმცა ორგანიზმში დიდი ხნის განმავლობაში გროვდება, მერე კი ეტაპობრივად მათი ორგანიზმში დაშლა ხდება. შესაძლოა, ესეც ერთ-ერთი მაპროვოცირებელი ფაქტორი იყოს დიაბეტის წარმოქმნის.

- შაქრიანი დიაბეტის მქონემ საერთოდ რომ არ მიიღოს ისინი, ხომ შეიძლება?

myquiz