229 გარდაცვლილი 6 თვეში - ავტოსაგზაო შემთხვევების საგანგაშო სტატისტიკა | Allnews.Ge

229 გარდაცვლილი 6 თვეში - ავტოსაგზაო შემთხვევების საგანგაშო სტატისტიკა

2018 წლის მეორე კვარტალში საქართველოს გზებზე მომხდარი ავტოკატასტროფების შედეგად 122 ადამიანი გარდაიცვალა.

ამის შესახებ აღნიშნულია შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკურ მონაცემებში. ამავე მონაცემებით, 6 თვეში გარდაცვლილთა რაოდენობამ 229 შეადგინა.

ამავე სტატისტიკის მიხედვით, 2018 წლის 6 თვეში ქვეყანაში სულ 3 090 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, აქედან 2 662 მხოლოდ აპრილი-ივნისის პერიოდში. მთლიანი შემთხვევებიდან 104 გამოწვეული იყო სიმთვრალით.

შსს-ს სტატისტიკით, 6 თვის განმავლობაში 4 389 ადამიანი დაზარალდა. პირველ კვარტალში ავტოავარიების შედეგად დაზარალებულთა რიცხვი შეადგენდა 1 986-ს, მეორე კვარტალში კი 2 403-ს. განაგრძეთ კითხვა

myquiz