ცენტრალურ ავტომაგისტრალზე ავტობუსის ტრაილერთან შეჯახების შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა და 6 დაშავდა | Allnews.Ge

ცენტრალურ ავტომაგისტრალზე ავტობუსის ტრაილერთან შეჯახების შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა და 6 დაშავდა

ცენტრალურ ავტომაგისტრალზე, სოფელ ფერმასთან მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, დაშავდა 6 ადამიანი.

როგორც "ინტერპრესნიუსს" თვითმხილველებმა განუცხადეს, სამგზავრო ავტობუსი ტრაილერს შეეჯახა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის განცხადებით, მომხდარის დეტალები ამ დროისთვის უცნობია. ადგილზე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები არიან მობილიზებული.

myquiz