პირველი ფოტომასალა მესტიაში, მყინვარ ლეხზირზე ყინულის ჩამოშლის ადგილიდან | Allnews.Ge

პირველი ფოტომასალა მესტიაში, მყინვარ ლეხზირზე ყინულის ჩამოშლის ადგილიდან

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მესტიაში, მყინვარ ლეხზირზე ყინულის ჩამოშლის ადგილიდან პირველ ფოტომასალას ავრცელებს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მესტიაში, ყინულის ჩამოშლის შედეგად წარმოქმნილი საფრთხე მოხსნილია.

მათივე ცნობით, წყლის დონემ ეტაპობრივად დაიკლო და მიმდებარე ტერიტორიისთვის, ამ ეტაპზე, საფრთხეს აღარ წარმოადგენს. ადგილზე რჩებიან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისა და ყველა შესაბამისი უწყების წარმომადგენლები.

"ვითარება ექვემდებარება კონტროლს. არცერთი მოქალაქის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

myquiz