როდიდან ჩამოგვეჭერება ხელფასიდან თანხა საპენსიო შენატანისთვის | Allnews.Ge

როდიდან ჩამოგვეჭერება ხელფასიდან თანხა საპენსიო შენატანისთვის

დაგროვებითი საპენსიო სისტემა 2019 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდება. აღნიშნული ინფორნაცია Allnews.ge-ს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან მიაწოდეს. ეს იმას გულისხმობს, რომ დაგროვებით საპენსიო სისტემაში ჩართულ ადამიანებს ხელფასიდან საპენსიო ანაგარიშზე გადასარიცხი თანხა სწორედ იანვრიდან ჩამოეჭრება.

შეგახსენებთ, დაგროვებითი საპენსიო სქემის მონაწილე დასაქმებული და თვითდასაქმებული პირებისთვის საპენსიო შენატანების დაფინანსება

განხორციელდება დასაქმებულის, დამსაქმებლის და სახელმწიფოს მიერ. ხელფასის გაცემისას თითოეული დამსაქმებელი დაგროვებითი საპენსიო სქემის მონაწილე თითოეული დასაქმებულის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე ელექტრონული სისტემის მეშვეობით განახორციელებს შენატანს მასზე გასაცემი დასაბეგრი ხელფასის 2%-ის ოდენობით. დამსაქმებელი ასევე დასაქმებულის სახელით, მის საპენსიო ანგარიშზე ელექტრონული სისტემის მეშვეობით გასაცემი დასაბეგრი ხელფასის 2%-ს გადარიცხავს.

ყველაფერი დაგროვებითი საპენსიო სისტემის შესახებ - რამდენი ლარის გადახდა მოგიწევთ ხელფასიდან ყოველთვიურად და ვისთვის იქნება სავალდებულო ჩართვა ამ სისტემაში?

დაგროვებითი საპენსიო სქემის მონაწილე თვითდასაქმებული განახორციელებს შენატანს თავისი წლიური შემოსავლის 4%-ის ოდენობით.

სახელმწიფო მონაწილის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე გადარიცხავს 2%-ს დასაბეგრი ხელფასის ან/და თვითდასაქმებულის შემოსავლის იმ მოცულობაზე, რომელიც ჯამურად არ აღემატება მონაწილის მიერ წლიური ხელფასის ან/და თვითდასაქმებულის შემოსავლის სახით მიღებულ 24 000 ლარს, ხოლო 1%-ს მონაწილის მიერ ხელფასის ან/და თვითდასაქმებულის შემოსავლის სახით მიღებულ თანხაზე 24 000 ლარიდან 60 000 ლარამდე.

დასაქმებული, რომელსაც ამ კანონის ძალაში შესვლამდე შეუსრულდა 40 წელი და არ სურს იყოს დაგროვებითი საპენსიო სქემის მონაწილე, უფლება აქვს გავიდეს დაგროვებითი საპენსიო სქემიდან. მათთვის ვისაც კანონის ძალაში შესვლამდე არ შესრულებია 40 წელი, დაგროვებით საპენსიო სისტემაში ჩართვა აუციელებელი იქნება.

myquiz