თბილისში, ჯიქიას ქუჩაზე ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს | Allnews.Ge

თბილისში, ჯიქიას ქუჩაზე ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს

თბილისში, ჯიქიას ქუჩაზე ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს. 39 წლის მამაკაცის ცხედარი საცხოვრებელი სახლის ეზოში ახლობლებმა იპოვეს. ადგილზე ამ ეტაპზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. მეზობლებს სროლის ხმა არ გაუგიათ და აქედან გამომდინარე ეჭვობენ, რომ მამაკაცს დაზიანებები ცივი იარაღით ან ბლაგვი საგნით აქვს მიყენებული.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

შსს-ში ამ ეტაპზე სხვა დამატებით დეტალებზე არ საუბრობენ და აცხადებენ, რომ სამართალდამცველები ყველა შესაბამის საგამოძიებო მოქმედებას ატარებენ.

myquiz