ზაზა სარალიძე პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას ითხოვს | Allnews.Ge

ზაზა სარალიძე პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას ითხოვს

ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან შეხვედრას ითხოვს. ამ წუთებში ის "სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრის" ხელმძღვანელ ზვიად კუპრავასა და მხარდამჭერებთან ერთად მთავრობის ადმინისტრაციაში რჩება და პასუხს ელოდება. ზაზა სარალიძის თქმით, ის პრემიერის მხრიდან შეხვედრის ზუსტი თარიღის დასახელებას ელოდება.

"ხომ არ ვამბობ, რომ შეხვედრას მაინც და მაინც დღეს ვითხოვ, ვიღაც გამოვიდეს და ერთი სიტყვა მითხრას, ორი საათია ველოდები და არავინ გამოსულა", -აღნიშნა სარალიძემ.

"სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრის" ხელმძღვანელმა, ზვიად კუპრავამ და ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ მხარდამჭერებთან ერთად საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის სახელზე მთავრობის კანცელარიაში მათი მტკიცებით, 30 გამოუძიებელი საქმე შეიტანეს. ამავდროულად, ზაზა სარალიძე პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან შეხვედრას ითხოვს.

myquiz