თბილისში ნისლია - როგორ ამინდს პროგნოზირებენ სინოპტიკოსები მომდევნო დღეებში? | Allnews.Ge

თბილისში ნისლია - როგორ ამინდს პროგნოზირებენ სინოპტიკოსები მომდევნო დღეებში?

ბოლო 2 დღე დედაქალაქში ტემპერატურამ საგრძნობლად მოიმატა. ცხელი ამინდია საქართველოს რეგიონებშიც. მოსალოდნელ ამინდზე Allnews.ge გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსს, დოდო გვაზავას ესაუბრა.

"თბილისში მომდევნო დღეების განმავლობაში შენარჩუნდება მზიანი ამინდი, 27 და 28 ივლისს +34 - +36 გრადუსი, ხოლო 29-31 ივლისს ტემპერატურა კიდევ 3 გრადუსით მოიმატებს. 3 აგვისტოს შეიძლება 3 გრადუსით დაიკლოს, 3-4 აგვისტოს მცირე ნალექია მოსალოდნელი, მაგრამ ძლიერი არა.

დღეს თუ დაუკვირდით, თბილისში გარშემო მთებს ნისლია მოდებული, რომელიც შეიძლება ღრუბელში გადავიდეს, მაგრამ წვიმა მოსალოდნელი არ არის.

დასავლეთ საქართველოში 25 ივლისს აღინიშნა +40 +42 გრადუსი, 26 ივლისს +33 გრადუსამდე დაიკლო და მომდევნო დღეებშიც ამის ფარგლებში შენარჩუნდება. რადგან იქ ჰაერი ნოტიოა, სიცხის მგრძნობელობაც მეტია, ამიტომ მაღალი ტემპერატურა დასავლეთში, მითუმეტეს ზღვისპირა რეგიონში კარგი არ არის. სანაპირო რაიონებში +29 გრადუსი შენარჩუნდება მომდევნო დღეები. ვფიქრობ, კომფორტულია ზღვაზე დამსვენებლთათვის ეს ტემპერატურა, რადგან +35 +37 გრადუსი იქ დამხუთველია, +29 +32 გრადუსი კი დასვენებისთვის მისაღებია.

რაც შეეხება აღმოსავლეთ საქართველოს, კავკასიონის ქედზე, გუდაური-სტეფანწმინდის მიდამოებში მცირე ნალექია მოსალოდნელი, დღეს და ხვალ +34, +36 გრადუსი იქნება, ხოლო 29-31 ივლისს 3 გრადუსით მოიმატებს და ზოგიერთ რაიონაში +39 გრადუსს მიუახლოვდება. 1-2 აგვისტოს შენარჩუნდება მაღალი ტემპერტაურა, ხოლო 3-ში დაახლოებით 3 გრადუსით დაიკლებს.

რაც შეეხება საზღვაო კურორტებზე გრძელვადიან პროგნოზს, ამ ეტაპზე აგვისტოს თვის მთლიან პროგნოზს ვერ გეტყვით, თუმცა 2 აგვისტომდე მზიანი ამინდი და მაღალი ტემპერატურაა მოსალოდნელი, 3-4 აგვისტოს შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა", - აღნიშნა დოდო გვაზავამ.

ფოტოს ავტორი: ზურა ბალანჩივაძე

myquiz