ყველაზე რთული პროფესიები - როგორ გავთავისუფლდეთ სამსახურებრივი სტრესისგან | Allnews.Ge

ყველაზე რთული პროფესიები - როგორ გავთავისუფლდეთ სამსახურებრივი სტრესისგან

ადამიანის საქმიანობა მის ზოგად ემოციურ და ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე ძალიან დიდ გავლენას ახდენს. არსებობენ პროფესიები, რომლებიც მორიგეობაში მუშაობას მოითხოვენ და ამ ადამიანებს ხშირად უწევთ ღამის თენება, რაც საბოლოოდ მისი ცხოვრების ხარისხზე ნეგატიურად აისახება. პარალელურად, არსებობენ პროფესიები, რომლებიც სტანდარტული სამუშაო რეჟიმით მუშაობენ, მაგრამ სამუშაო საათები იმდენად დაძაბული აქვთ, რომ შემდეგ შფოთვა, უძილობა აწუხებთ.

ექიმი, მეხანძრე, პილოტი - ეს ჩამონათვალი სწორედ იმ კატეგორიას ეკუთვნის, რომლებსაც ხშირად ღამის გათენება უწევთ.

სამედიცინო მუშაკებს ორმაგად რთულ პირობებში უწევთ მუშაობა. გარდა იმისა, რომ ისინი ხშირად ღამეს ათენებენ, სამუშაო დროც მეტად რთული და დაძაბული აქვთ. მაგალითად, ქირურგებს შეიძლება ოპერაციაზე ყოფნა 8 ან 10 საათი მოუწიოთ.

მეხანძრეებსაც განსაკუთრებულ პირობებში უწევთ მუშაობა. იმის გაცნობიერება, რომ შენს მოქმედებაზე ადამიანების სიცოცხლეა დამოკიდებული, სტრესსა და დაძაბულობას იწვევს.

პილოტებსაც მუდმივ დაძაბულობაში უწევთ მუშაობა, რადგან მათ თითოეულ მოქმედებაზე უამრავი ადამიანის სოცოცხლეა დამოკიდებული. ფრენების დიდი უმეტესობა კი ღამის საათებში ხორციელდება.

გარდა აღნიშნულისა, კიდევ არაერთი პროფესია არსებობს, რომლებიც ადამიანს ძილის და ცხოვრების რეჟიმს სრულად ურღვევს.

განსაკუთრებით სტრესულია მასწავლებლების საქმიანობაც. ბაღის და სკოლის მასწავლებებს მუდმივ დაძაბულობაში უწევთ მუშაობა. ხშირად ხდება, რომ პედაგოგები მოსწავლეების თავდასხმის ობიექტებიც ხდებიან. ამას გარდა, ისინი მუდმივად თვალ-ყურს ადევნებენ მოსწავლეების ქცევას, იხარჯებიან მათთვის მაქსიმალურად.

ხელმძღვანელებისა და მენეჯერების საქმიანობაც დიდ სტრესს უკავშირდება. მათ მუდმივად უწევთ ფიქრი იმაზე, რომ იმოქმედონ ისე, რომ თანამშრომლებიც კმაყოფილები იყვნენ და კომპანიამაც წარმატებით გააგრძელოს საქმიანობა. საბოლოოდ, თითოეულ დეტალზე პასუხისმგებლობა სწორედ მენეჯერს ეკისრება.

რთული სამუშაო რეჟიმი და პირობები სხვა არარეთ პრობლემასთან ერთად, ხშრად იწვევს უძლობას. გათენებული ღამის შემდეგ ადამიანებს დღის განმავლობაში ძილი უჭირთ, შემდეგ კი სრულად ერევათ დღე-ღამის რეჟიმი. მთელი დღის დაძაბულობის შემდეგ მოდუნება, დასვენება და ჩაძინებართულია. დაძინების შემთხვევაშიც კი კარგად ვერ ისვენებენ.

ძილის დარღვევის დროს მცირდება ორგანიზმში მელატონინის გამოყოფა, რომელიც ადამინიას ორგანიზმის უმნიშვნელოვანესი ჰორმონია. სწორედ ამიტომ იწვევს უძილობა არაერთ პრობლემას.

სწორედ მელატონინს შეიცავს მცენარეული პრეპარატი "ფიტორემი", რომელიც დაძაბული პროფესიის მქონე ადამიანებს ძილის პრობლემების მოგვარებაში ეხმარება. ეს არის კომბინირებული პრეპარატი, რომელიც განკუთვნილია უძილობის, ძილის რიტმის დარღვევისა და დაძაბულობის მოხსნისათვის.

განსხვავებულია სხვა პროდუქტისაგან იმით, რომ სხვადასხვა მცენარეული დამამშვიდებლების გარდა შეიცავს მელატონინს. იხილეთ გაგრძელება

myquiz