ქობულეთში "ფეიბოქსის" აპარატიდან, დაახლოებით, 15 ათასი ლარი მოიპარეს | Allnews.Ge

ქობულეთში "ფეიბოქსის" აპარატიდან, დაახლოებით, 15 ათასი ლარი მოიპარეს

ქობულეთში "ფეიბოქსის" აპარატიდან ფული მოიპარეს. წაღებული თანხის ოდენობა, სავარაუდოდ, 15 ათას ლარს შეადგენს. მომხდარის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროში შეტყობინება დღეს შევიდა. უწყებამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს.

სამართალდამცველებს მომხდართან დაკავშირებით ამ დრომდე არავინ დაუკავებიათ.

myquiz