აფხაზეთში ავარიების შემცირების მიზნით, გზებზე ჯვრები აღმართეს | Allnews.Ge

აფხაზეთში ავარიების შემცირების მიზნით, გზებზე ჯვრები აღმართეს

ოკუპირებულ აფხაზეთში გულრიფშის რაიონში, გზებზე ავარიების შემცირების მიზნით, ხის ჯვრები აღმართეს. ამის შესახებ Apsnypress-ს აფხაზეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ხელმძღვანელობის მოვალეობის შემსრულებელმა ვისარიონ აპლიაამ განუცხადა.

მისი თქმით, გზებზე არაერთი ავარია ხდება, რასაც ადამიანები ეწირებიან, გზებზე აღმართული ჯვრები კი მათ საშუალებას აძლევს, დაფიქრდნენ ცხოვრებასა და სიკვდილზე.

"ეს ყველაფერი გაკეთდა ადამიანებისთვის და მათი სიცოცხლის გადასარჩენად. ვიმედოვნებ, რომ ადამიანები, როდესაც გზაზე ჯვარს დანახავენ, შეანელებენ და უფრო ფრთხილად გაივლიან", - განაცხადა სასულიერო პირმა.

მისივე თქმით, ჯვრების გზებზე აღმართვის ინიციატივა გულრიფშის რაიონის მოსახლეობას ეკუთვნის.

myquiz