17 სამშობიარო კლინიკა, რომლებიც საკეისრო კვეთების რაოდენობის გამო დაჯარიმდა | Allnews.Ge

17 სამშობიარო კლინიკა, რომლებიც საკეისრო კვეთების რაოდენობის გამო დაჯარიმდა

2017 წლის პირველი მარტიდან დღემდე 17 სამშობიარო დაწესებულება დაჯარიმდა, 5 დაწესებულებას კი პროგრამის მიმწოდებლის (პროვაიდერის) სტატუსი შეუჩერდა, რაც იმას გულისხმობს, რომ ისინი საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას გამოეთიშნენ.

სამშობიარო დაწესებულებების დაჯარიმების მიზეზი ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების შეუსრულებლობა გახდა, რომლის თანახმადაც, სამშობიაროებს საკეისრო კვეთის ხვედრითი წილი უნდა შეემცირებინათ.

Allnews.ge-ის მიერ დასმულ კითხვაზე, თუ რა რაოდენობის ჯარიმა არის განსაზღვრული საკეისრო კვეთის ხვედრითი წილის შემცირების პირობის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, სოციალური მომსახურების საააგენტოში განგვიმარტეს, რომ საჯარიმო სანქცია კლინიკის მიერ საკეისრო კვეთების რაოდენობის შემცირების ტენდენციაზეა დამოკიდებული და განსაზღვრულია პროგრამისა და ხელშეკრულების პირობებით.

გთავაზობთ იმ სამშობიარო დაწესებულებების ჩამონათვალს, რომლებიც 2017 წლიდან დღემდე მიმწოდებლების მიერ ხელშეკრულების პირობის (საკეისრო კვეთების ხვედრითი წილის შემცირება ხელშეკრულებით განსაზღვრული პროპორციის მიხედვით) დარღევის გამო დაჯარიმდა:

შპს BROTHERS-ი,

შპს ბაიები,

სს ჩაჩავას კლინიკა,

შპს "უნიმედი კახეთი" - მ.იაშვილის სახ.ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენრალური ჰისპიტალი,

შპს აკადემიკოს ო. ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრი,

შპს ახალი სამშობიარო ცენტრი,

შპს დავით დავარაშვილის კლინიკა,

შპს იმედის კლინიკა,

შპს ხონელიძის კლინიკა,

შპს მედკაპიტალი (გლდანის ფილიალი),

შპს ქუთაისის N3 სამშობიარო სახლი,

შპს ქუთაისის ახალი N2 სამშობიარო სახლი

შპს ჰერა 2011,

შპს ნათელა პატარკაციშვილის სახელობის მრავალპროფილური კლინიკა დედაშვილობა,

შპს "ოქროს საწმისი - XXI საუკუნე",

შპს პირველი საავადმყოფო,

შპს საქართველოს საპატრიარქოს წმიდა იოაკიმე ანას სახელობის სამედიცინო ცენტრი.

რა გართულებები შეიძლება მოჰყვეს საკეისრო კვეთას

"საქართველოს მასშტაბით, 2017 წელს საკეისრო კვეთების ხვედრითი წილი არ შემცირებულა და 44.4%-ს შეადგენს. აღნიშნული მაჩვენებლის კლების დინამიკა არ შეინიშნება.

WHO რეკომენდაციით, საკეისრო კვეთების ხვედრითი წილი არ უნდა არემატებოდეს 15%-ს. ევროპულ ქვეყნებში კი ეს მაჩვენებელი 11%-ს არ აღემატება". - განგვიმარტეს სოციალური მომსახურების საააგენტოში.

სააგენტოს მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, რეგიონებში საკეისრო კვეთები შემცირებულია, რაც პერინატალური სამსახურების რეგიონალიზაციის მნიშვნელოვანი შედეგია, თუმცა მათი განმარტებით, იმავეს თქმა არ შეიძლება თბილისზე, ქუთაისსა და ბათუმზე.

სოციალური მომსახურების საააგენტოს პრესსამსახურმა Allnews.ge-სთან საუბარში ისიც აღნიშნა, რომ მომავალი წლის 1 აპრილისთვის ხელშეკრულება არ გაუგრძელდებათ იმ კლინიკებს, ვისაც 1 წელში 750 საკეისრო კვეთაზე მეტი ექნება ჩატარებული.

რაც შეეხება იმ სამშობიარო დაწესებულებებს, რომლებიც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას გამოეთიშნენ, მათ ხელშეკრულების პირობებით განსაზღვრული ის პირობა ვერ დააკმაყოფილეს, რომლის თანახმადაც ხელშეკრულების გაფორმებიდან 12 თვის ანალიზის საფუძველზე გატარებული მშობიარობისა და საკეისრო კვეთის საერთო რაოდენობა 500-ზე მეტი უნდა ყოფილიყო.

გთავაზობთ იმ სამედიცინო დაწესებულებების ჩამონათვალს, რომლებსაც სამეანო-ნეონატალური სერვისის მიმწოდებლის სტატუსი შეუწყდათ:

შპს ნათელა პატარკაციშვილის სახელობის მრავლპროფილური კლინიკა დედაშვილობა,

შპს ოქროს საწმისი-XXI,

შპს პირველი საავადმყოფო,

შპს საქართველოს საპატრიაქროს წმინდა იოაკიმე და ანას სახელობის სამედიცინო ცენტრი

შპს ივანე ბოკერიას სახელობის თბილისის რეფერალური ჰოსპიტალი.

myquiz