ხანმოკლე წვიმა და ელჭექი - მოსალოდნელია თუ არა ამინდის გაუარესება უახლოეს დღეებში? | Allnews.Ge

ხანმოკლე წვიმა და ელჭექი - მოსალოდნელია თუ არა ამინდის გაუარესება უახლოეს დღეებში?

22 ივლისამდე საქართველოს ზოგიერთ რაიონში ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი. როგორც გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსმა, დოდო გვაზავამ განაცხადა, 18 – 19 ივლისს საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში +34 გრადუსი იქნება, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში – +37 გრადუსი.

თბილისში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. 18 - 19 ივლისს, თბილისში ჰაერის ტემპერატურა +33 +35 გრადუსი იქნება.

myquiz