ავარიას პოლიციელი ემსხვერპლა | Allnews.Ge

ავარიას პოლიციელი ემსხვერპლა

ქუთაისში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად პოლიციის მე-6 განყოფილების თანამშრომელი გარდაიცვალა, მეორე პოლიციელი დაშავდა და სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი.

"ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტის ინფორმაციით, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. სავარაუდოდ, პოლიციელები სამსახურებრივ უფლებამოსილებას ასრულებდნენ, რა დროსაც მოხდა შეჯახება. ფაქტს ადასტურებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში. მათი ინფორმაციით, გამოძიება 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს.

შემთხვევა, გუშინ, გვიან ღამით, საღორიას დასახლებაში მოხდა.

"შავი წერტილები" თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში, სადაც ყველაზე მეტი ავარია ხდება - რა რეკომენდაციით მიმართავენ მთავრობას?

myquiz