მოიმატებს თუ არა ტემპერატურა უახლოეს დღეებში? - იხილეთ 19 ივლისამდე მოსალოდნელი ამინდის პროგნოზი
16-19 ივლისს საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. ჰაერის ტემპერატურა 16-17 ივლისს დაბლობსა და ბარში +26, +31 გრადუსია მოსალოდნელი, ხოლო 18-19 ივლისს დასავლეთ საქართველოში +29, +34, აღმოსავლეთ საქართველოში კი +32, +37 გრადუსამდე მოიმატებს. ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტო იტყობინება.
თბილისში უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა 16-17 ივლისს +29, +31, ხოლო 18-19 ივლისს +33 +35 გრადუსია მოსალოდნელი.