თურქეთში ავარიისას საქართველოს ხუთი მოქალაქე დაშავდა | Allnews.Ge

თურქეთში ავარიისას საქართველოს ხუთი მოქალაქე დაშავდა

თურქეთში, სამსუნი-ანკარას ავტომაგისტრალზე ავარიისას საქართველოს ხუთი მოქალაქე დაშავდა. თურქული მედიის ინფორმაციით, ქართული სანომრე ნიშნებით მოძრავი ავტომობილი, რომლის საჭესთანაც საქართველოს მოქალაქე იჯდა, ქალაქ ქავაკიდან სამსუნში მიემართებოდა, გზიდან გადავიდა და კედელს შეეჯახა.

დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო სამსახურმა სამსუნის ჰოსპიტალში გადაიყვანა.

პოლიცია ავარიის მიზეზებს არკვევს.

myquiz