ქობულეთის შემოვლით გზაზე ავარიისას დაშავებული ორი ჩვილი გარდაიცვალა | Allnews.Ge

ქობულეთის შემოვლით გზაზე ავარიისას დაშავებული ორი ჩვილი გარდაიცვალა

ქობულეთის შემოვლით გზაზე ავარიის დროს დაშავებული ორი ჩვილი გარდაიცვალა. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ბათუმის დედათა და ბავშვთა საავადმყოფოში განუცხადეს. მათივე ინფორმაციით, საავადმყოფოში შეყვანისას 3 თვის ბავშვები უკვე გარდაცვლილი იყვნენ.

შეგახენებთ, რომ ავარიაში ერთი ოჯახის 5 წევრი მოჰყვა, საიდანაც სამი - ორი ბავშვი და მამა დაიღუპა, ორი კი დაშავდა.

ბათუმი-ჩაქვში შემოვლით გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 276-ე მუხლის მეშვიდე ნაწილით დაიწყო, რაც ავტოსაგზაო შემთხვევისას წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

myquiz