ტემპერატურის კლება და ძლიერი წვიმა - როგორ ამინდს პროგნოზირებენ მომდევნო დღეებში? | Allnews.Ge

ტემპერატურის კლება და ძლიერი წვიმა - როგორ ამინდს პროგნოზირებენ მომდევნო დღეებში?

13-16 ივლისს დასავლეთ საქართველოში ყველგან იწვიმებს, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში ტემპერატურის შემცირებაა მოსალოდნელი, - ამის შესახებ Allnews.ge-ს გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამსახურის უფროსმა, სვეტლანა ნიორაძემ განუცხადა.

სინოპტიკოსის ინფორმაციით, შავი ზღვის ჩრდილო დასავლეთიდან გრილი და ნოტიო ჰაერის მასებმა დაიწყო შემოსვლა, რის შედეგადაც გასულ ღამეს თითქმის ყველგან იწვიმა. სვეტლანა ნიორაძის თქმით, აგრილება მომდევნო დღეებშიც მოსალოდნელია.

"13-16 ივლისის ჩათვლით, დასავლეთ საქართველოში ყველგან ველოდებით წვიმას, ზოგან შეიძლება ძლიერადაც იწვიმოს. ჰაერის ტემპერატურა დაიკლებს და ხვალ მოსალოდნელია 20-25 გრადუსამდე, მომდევნო დღეებში ტემპერატურა ასევე ამ ფარგლებში შენარჩუნდება", - აღნიშნა მან.

რაც შეეხება აღმოსავლეთ საქართველოს, სვეტლანა ნიორაძის თქმით, აღმოსავლეთ საქართველოშიც მოსალონდელია დროგამოშვებით წვიმა და ელჭექი, ზოგან შესაძლებელია, სეტყვაც აღინიშნოს.

"ცალკეულ რაიონში აქაც შესაძლებელია ძლიერი წვიმა აღინიშნოს. ტემპერატურა დღეს უფრო დაიკლებს და ხვალიდან წინა დღეებთან შედარებით აღმოსავლეთ საქართველოში, მათ შორის თბილისშიც უკვე აგრილდება. აღნიშნული ტენდენცია 16 ივლისის ჩათვლით შენარჩუნდება. თბილისში ჰაერის ტემპერატურა 25-33 გრადუსის, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში 27-32 გრადუსის ფარგლებში იქნება", - განმარტა მან.

myquiz