მთავარ პროკურატურაში ზაზა სარალიძის შეხვედრა დასრულდა | Allnews.Ge

მთავარ პროკურატურაში ზაზა სარალიძის შეხვედრა დასრულდა

მთავარ პროკურატურაში ზაზა სარალიძის, პროკურატურისა და შსს-ს წარმომადგენლების შეხვედრა დასრულდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ ზაზა სარალიძემ მედიასთან კომენტარი არ გააკეთა.

ჟურნალისტის კითხვაზე, შსს-გან ჰქონდა დაპირება, რომ კონკრეტული, რადიკალური ნაბიჯი გადაიდგმებოდა, ზაზა სარალიძე მოკლედ პასუხობს :"გადაიდგმება", თუმცა რა ნაბიჯზეა საუბარი არ აკონკრეტებს.

მას არც ის განუმარტავს, კმაყოფილია თუ არა შეხვედრით. "კომენტარის გარეშე, არც იმას ვაფიქსირებ და არც - ამას", - ასე უპასუხა ზაზა სარალიძემ ჟურნალისტების კითხვას.

შეგახსენებთ, შეხვედრის დაწყებამდე სარალიძის ადვოკატი ნესტან ლონდარიძე აცხადებდა, რომ გამომძიებლებთან ისინი მ.კ-ს-თან დაკავშირებით დააყენებდნენ მოთხოვნას, თუმცა იყო თუ არა ამაზე საუბარი, ზაზა სარალიძეს არ დაუკონკრეტებია.

მთავარ პროკურატურაში შეხვედრას ზაზა სარალიძე, მისი ადვოკატი ნესტან ლონდარიძე, სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია, პროკურატურისა და შსს-ს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

myquiz