რობოტი სოფია რამდენიმე დღეში საქართველოს ეწვევა | Allnews.Ge

რობოტი სოფია რამდენიმე დღეში საქართველოს ეწვევა

საქართველოს რამდენიმე დღეში რობოტი სოფია ეწვევა, რომელიც მსოფლიოში პირველი რობოტია, რომელმაც მოქალაქეობა მიიღო. ადამიანს მაქსიმალურად მიმსგავსებული რობოტი სოფია საქართველოს დედაქალაქს "ღია მმართველობის პარტნიორობის" (OGP) სამიტის ფარგლებში ესტუმრება, რომელიც თბილისში 17-19 ივლისს იმართება.

საერთაშორისო სამიტს OGPს-ს წევრი 96 ქვეყნის წარმომადგენლები და ადგილობრივი მონაწილეები - სახელმწიფოს მეთაურები, მთავრობის წევრები, მინისტრები, საჯარო მოსამსახურეები, პარლამენტის წევრები, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, სამოქალაქო საზოგადოების წევრები, საერთაშორისო ფონდები, მკვლევარები, აკადემიკოსები და ჟურნალისტები დაესწრებიან.

OGP-ის 2018 წლის საერთაშორისო სამიტის მთავარი თემა სამოქალაქო ჩართულობა, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა და საჯარო სერვისების მიწოდება იქნება.

შეკრებილი საზოგადოების წინაშე რობოტი სოფია 18 ივლისს მთაწმინდის პარკში დაახლოებით სამი საათისთვის წარდგება თემით "საჯარო მომსახურების ინოვაციები".

სესიის განხილვის ერთ-ერთი თემა იქნება ის, თუ როგორ შეიძლება ხელოვნურმა ინტელექტმა გარდატეხა მოახდინოს ადამიანებისთვის საჯარო სერვისების მიწოდების სფეროში.

სოფია პირველი რობოტია, რომელმაც მოქალაქეობა მიიღო. ერ რიადში გამათულ ბიზნესშეხვედრაზე ბიზნესმენმა ენდრიუ როს სორკინმა განაცხადა, რომ რობოტი, სახელად სოფია, ქვეყნის მოქალაქის ყველა უფლებით ისარგებლებს.

სოფია ჰონგ-კონგის ფირმამ Hanson Robotics-მა შექმნა. აღსანიშნავია, რომ სოფიას შემთხვევაში პასუხების წინასწარი დაპროგრამება არ მომხდარა და ის იყენებს machine learning-ს, რაც კომპიუტერული მეცნიერების ერთ-ერთი დარგია, რომელიც რობოტებს წინასწარი დაპროგრამების გარეშე ამუშავებს, შესაბამისად, სოფია პასუხებს ადამიანების გამომეტყველების მიხედვით სცემს.

myquiz