გორში 18 წლის ბიჭი გარდაცვლილი იპოვეს | Allnews.Ge

გორში 18 წლის ბიჭი გარდაცვლილი იპოვეს

გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 18 წლის ახალგზარდა გარდაცვლილი იპოვეს. შემთხვევა გორი-მეჯვრისხევის საავტომობილო გზაზე, სოფელ ხელთუბანთან მოხდა. თავდაპირველად გავრცელებული ვერსიით, ახალგაზრდა ბიჭი მოკლეს. როგორც ადგილობრივების ნაწილი აცხადებს, ვრცელდება ინფორმაცია, რომ 18 წლის ახალგაზრდამ ახლობელს დაურეკა და უთხრა, რომ დაჭრილი იყო.

მეორე ვერსიით კი, ბიჭს ავტომანქანა დაეჯახა, რაც გარდაცვალების მიზეზი გახდა.

მომხდარზე ოფიციალური კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა. ცხედარი ექსპერტიზაზეა გადაყვანილი.

myquiz