"ტესლას" მარკის რამდენი ავტომობილი შემოიყვანეს საქართველოში? | Allnews.Ge

"ტესლას" მარკის რამდენი ავტომობილი შემოიყვანეს საქართველოში?

2018 წლის 1-ლი იანვრიდან 28 ივნისის ჩათვლით საქართველოში 11 "ტესლას" მარკის ავტომობილი შემოიყვანეს, როცა 2017 წლის განმავლობაში აღნიშნული მარკის სულ 5 ავტომობილის იმპორტი განხორციელდა, - აღნიშნული ინფორმაცია Allnews.ge-მ შინაგან საქმეთა სამინისტროდან გამოითხოვა.

რაც შეეხება 2016-2015 წლებს, ამ პერიოდში "ტესლას" მარკის ავტომობილი საქართველოში არ შემოუყვანიათ.

შეგახსენებთ, რომ 2017 წლის იანვრიდან "საგადახადო კოდექსში" შესული ცვლილებების თანახმად, ელექტროენერგიაზე მომუშავე ავტომობილებით გადაადგილების წახალისების მიზნით, ელექტრომობილები ბაჟის გადასახადისგან გათავისუფლდა.

რაც შეეხება "ტესლას", ის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძვირად ღირებული ელექტრომობილია, რომელსაც საქალაქთაშორისო სატრანსპორტო საშუალებადაც იყენებენ.

myquiz