თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რამდენიმე ადამიანი მხუთავი აირით მოიწამლა | Allnews.Ge

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რამდენიმე ადამიანი მხუთავი აირით მოიწამლა

არსებული ინფორმაციით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რამდენიმე ადამიანი მხუთავი აირით მოიწამლა. მოწამვლის შესახებ ინფორმაციას "ინტერპრესნიუსს" აეროპორტში უდასტურებენ, თუმცა ვერ აკონკრეტებენ, რას უკავშირდება ინტოქსიკაცია.

ამასთან, თბილისის აეროპორტის პრესსამსახურში აცხადებენ, რომ მოწამლული პირები აეროპორტის თანამშრომლები არიან.

მათივე ინფორმაციით, შემთხვევა 2 დღის წინ მოხდა და ამჟამად აეროპორტი ჩვეულ რეჟიმში მუშაობს.

myquiz