შავი ზღვის სანაპიროზე მოსალოდნელი შტორმის გამო, ბანაობა აკრძალულია | Allnews.Ge

შავი ზღვის სანაპიროზე მოსალოდნელი შტორმის გამო, ბანაობა აკრძალულია

შავი ზღვის სანაპიროზე, მოსალოდნელი შტორმის გამო, ზღვაში ბანაობა აკრძალულია, - ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებაშია ნათქვამი. სამსახური აჭარის რეგიონში დამსვენებლებს მოუწოდებს, ყურადღება მიაქციონ ამკრძალავ ნიშნებს.

"საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური აჭარის რეგიონში დამსვენებლებს აფრთხილებს: დღეს, 4 ივლისს, შავი ზღვის სანაპიროზე მოსალოდნელია 3-4-ბალიანი შტორმი, რის გამოც ზღვაში ბანაობა აკრძალულია. ყველა სამაშველო კოშკურაზე აღმართულია წითელი ალამი. ყურადღება მიაქციეთ ამკრძალავ ნიშნებს. კოშკურებზე თეთრი ალმის აღმართვის შემთხვევაში ზღვაზე ბანაობა ნებადართული იქნება.

აღსანიშნავია, რომ საშტორმო ვითარებაში, ბოლო 5 საათის განმავლობაში, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის საზღვაო მაშველებმა, ზღვაზე 4 მოქალაქე, მათ შორის, ერთი ბავშვი გადაარჩინეს. გთხოვთ, დაიცვათ უსაფრთხოების წესები", - ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებაში.

myquiz