ტემპერატურის მკვეთრი მატების გამო, საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარებამ ისტორიულ პიკს მიაღწია | Allnews.Ge

ტემპერატურის მკვეთრი მატების გამო, საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარებამ ისტორიულ პიკს მიაღწია

საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარებამ 2 ივლისს, დაახლოებით 16:00 საათზე, ტემპერატურის მკვეთრი მატების გამო, ისტორიულ პიკს მიაღწია.

როგორც "საქართველოს ელექტროსისტემიდან"  გვაცნობეს, საქართველოს ენერგოსისტემის პიკური მოხმარება - 1920 მგვტ დაფიქსირდა, რაც 80-იანი წლების შემდეგ ზაფხულის პერიოდისთვის რეკორდული მაჩვენებელია.

"ბოლო პერიოდში, მაღალი ტემპერატურის გამო, საქართველოს ენერგოსისტემაში საგრძნობლად გაიზარდა ელექტროენერგიის მოხმარება. მოხმარების აღნიშნული მაჩვენებელი 12%-ით აღემატება შარშანდელი ანალოგიური პერიოდის სიდიდეს. აღსანიშნავია, რომ ბოლო წლებში, საქართველოს ენერგოსისტემის ზაფხულის პიკური მოხმარების ზრდის ტემპი აჭარბებს ზამთრის პიკური მოხმარების ზრდის ტემპებს და ეს ტენდენცია მომდევნო წლების განმავლობაშიც შენარჩუნდება", - ნათქვამია "საქართველოს ელექტროსისტემის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

myquiz