თბილისის უბნები, რომელთაც ხვალ დენი გაეთიშებათ | Allnews.Ge

თბილისის უბნები, რომელთაც ხვალ დენი გაეთიშებათ

თბილისის რამდენიმე რაიონს, გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების მიზნით, ხვალ ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.

"თელასის" ცნობით, შეზღუდვა შეეხება საბურთალოს რაიონში, 01:00 საათიდან 06:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელ დიღმის, დიდი დიღმის I მიკრორაიონის, პეტრე იბერის, გიორგი ბრწყინვალეს და მეფე მირიანის ქუჩების მცხოვრებლებს;

ნაძალადევის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების ჩარატების გამო 10:30 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის, თემქის დასახლების IV მიკრორაიონის და ჭოპორტის ქუჩის მცხოვრებლებს;

ისნის რაიონში, 12:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მეტრომშენის დასახლების, ონიანის, ხაჩატურიანის, არველაძის, კალანდაძის, წალენჯიხის, მებაღიშვილის, მიქელაძის, ნანეიშვილის, ტოლენჯის, აფანასიევის, დურმიშიძის, შერვაშიძის და ამირეჯიბის ქუჩების მცხოვრებლებს;

გლდანის რაიონში, 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის I მიკრორაიონის მცხოვრებლებს.

myquiz